08:27 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 10:07:35, 1385 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება, თუ რუსეთი მზად იქნება ომის დასასრულებლად

უკრაინა მზად არის დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ იმ პირობით, რომ მტერს ნამდვილად სურს ომის დასრულება,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის მზადაა ესაუბროს პუტინს.

„ჩვენ არ გვაქვს დრო საუბრისთვის, იმაზე რაც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, რომ ეჭვი არ გვეპარება და ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად იქნება ომის დასასრულებლად“,- განაცხადა ზელენკსიმ.

ამასთან როგორც მანამდე, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დაჯდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არა დღეს და არა რუსეთის ფედერაციის პირობებით.

„მათ აქვთ გარკვეული ილუზია, რომ ეს არის მომენტი, როდესაც აუცილებელია უკრაინის იძულება ევროპული საზოგადოებისა და ელიტის მეშვეობით, რათა დღეს ჩვენ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან მათ აქვთ ილუზია, რომ ისინი არიან მათი მზადყოფნის პიკში,“ - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics