07:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 12:25:38, 1157 ნახვა

პოლიტიკა
„გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი“- ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი, 14-19 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დონფრიდი თბილისს 17 ივნისს ეწვევა და საქართველოს  პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

 დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენის თანაშემწე თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი  ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

„ შეხვედრებზე განიხილიბა კრემლის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამატებით დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარებაში,ეკონომიკის გაძლიერებასა  და წარმატებული მომავლის შენებაში“ - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.


ვიზიტების ფარგლებში დონფრიდი ასევე გამოხატავს აშშ-ის მზაობას, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფაში და აღნიშნავს, რომ აშშ მზადაა, რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა..





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics