07:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 16:33:38, 1025 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ვინაიდან ევროკავშირს მართავენ გონიერი ადამიანები

მგონია, რომ EU მიიღებს პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას. - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც ევროკავშირი დააფუძნეს მისმა ფუძემდებელმა კაცებმა და ქალებმა.

"გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ვინაიდან ევროკავშირს მართავენ გონიერი ადამიანები, ესენი არიან ისინი, ვინც აგრძელებენ ევროპის ფუძემდებელი მამების საქმეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ასევე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მალე, ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც ევროკავშირი დააფუძნეს მისმა ფუძემდებელმა კაცებმა და ქალებმა.  მგონია, რომ ევროკავშირი მიიღებს ისტორიის წინაშე იმ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც ეკუთვნის ევროპას და რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო". - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ რომ  ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics