|
2022-06-11 13:58:43, 1142 ნახვა
რეგიონი
„არიოლ ი რეშკას“ ლეტუვური ანალოგი აჭარაზე გადაცემას ამზადებს
პოპულარული გადაცემა "არიოლ ი რეშკა"-ს ლიეტუვური ანალოგი "მეტამ მონეტა" მაყურებელს აჭარაში დასვენების შესაძლებლობებს გააცნობს. გადაცემაში, რომელიც ლიეტუვის წამყვან ტელეარხზე ივლისის შუა რიცხვებში გავა, ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანები ლიეტუველებს აჩვენებენ, თუ როგორ და სად შეიძლება აჭარაში როგორც მდიდრულად, ისე ბიუჯეტურად დასვენება. პოპულარული გადაცემის გადამღები ჯგუფი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული სექტორის მხარდაჭერით მოგზაურობს. უწყების ცნობით, გადაცემის წამყვანებმა თავად გამოსცადეს ის მრავალფეროვანი ტურისტული სერვისები თუ პროდუქტები, რომელსაც აჭარა ზღვაზე და მთაში დასვენების მსურველებს სთავაზობს. მათ შორისაა ზიპლაინი და ჯომარდობა ქედაში, პარაგლაიდინგი გონიოში, იახტითა და საბაგიროთი გასეირნება ბათუმში და სხვა ტურისტული აქტივობები. „ლიეტუვა ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესება აჭარის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლიდან დაიწყო და წელსაც განხორციელდება ჩარტერები ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით, რასაც რიგისა და ტალინის ფრენებიც ემატება.
წელს, ბალტიისპირეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პრეს-ინფოტურებს აქტიურად უწევს ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბალტიისპირეთში 2016 წლიდან დაიწყო. ტურისტების უმრავლესობა აჭარაში მთის ტურისტული პროდუქტებით, კულტურითა და ტრადიციებით ინტერესდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)