|
2022-06-11 11:04:52, 2169 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ნეჰამერი - თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, იგივე სხვა განმცხადებლებსაც უნდა შეეხოს
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხოლოდ მაშინ დათანხმდება თუ სტატუსს სხვა განმცხადებლებიც მიიღბებენ. ამის შესახებ მან ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა. ნეჰამერი თქმით, ავსტრიისთვის ეს არის „პირობა“, რომ თუ უკრაინას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, „იგივე უნდა შეეხოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვას რესპუბლიკას“. ნეჰამერმა განმარტა, რომ წინადადება მისგან კი არ მოვიდა, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისგან. რომელმაც „ამ დისკუსიაში კეთილსინდისიერებისა და პატიოსნებისკენ" მოუწოდა, მისი თქმით, ყველაზე ცუდი მაგალითი თურქეთის კანდიდატის სტატუსი იყო, რომელიც 59 წელი გაგრძელდა. ესტონეთის პრემიერმინისტრის კალასის განცხადებით,ზოგიერთი ქვეყანა 100%-თაა დამოკიდებული რუსეთზე. „რაც შეეხება გაზის ემბარგოს, ძალიან ამაყობს, რომ ექვსი სანქციების პაკეტი უკვე მიღებულია და ყოველი მათგანი უფრო მტკივნეული ხდება. რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გავლენა სხვადასხვა ქვეყნებზე განსხვავებულად მოქმედებს. ზოგიერთი ქვეყანა 100 პროცენტით არის დამოკიდებული რუსეთზე. ამის მოშორებას დრო სჭირდება. საჭიროა ყველა მონაწილესთან საუბარი“,- განაცხადა კალასმა. შეგახსენებთ, რომ 3 მარტს საქართველომ დამოლდოვამ, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინეს, 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში პირველი ნაწილ 2 მაისს, ხოლო მეორე კი 10 მაისს გაგზავნა. 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა. გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე 24 ივნისს გახდება ცნობილი.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)