|
2022-06-11 10:43:34, 1956 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე აღნიშნეს
აქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა. „საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საპარაშუტო ხტომები ორი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან შეასრულეს, შემდეგ კი, თავისუფალი ვარდნით ხტომები ერთი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან განახორციელეს. პარაშუტისტების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გასულ წელს დააარსა. პარაშუტისტების პროფესიული დღის დაწესებას საფუძვლად დაედო ქართველი სამხედრო პარაშუტისტების მიერ 1999 წლის 9 ივნისს განხორციელებული პირველი საპარაშუტო ხტომები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)