07:02 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 14:53:06, 1375 ნახვა

ომი უკრაინაში
დაზვერვა - რუსეთს ეწურება მაღალი სიზუსტის რაკეტები, მაგრამ შეუძლია კიდევ ერთი წელი იბრძოლოს

რუსეთს ეწურება ზუსტი მართვადი რაკეტები, მაგრამ ამჟამინდელი ტემპით მას შეუძლია კიდევ ერთი წელი აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება.

ამასთან, აღნიშნულია, რომ რუსული ეკონომიკური რესურსები ოკუპანტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი წელი გააგრძელოს ომი არსებული ტემპით.

"ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რუსეთი ახორციელებს ბევრად ნაკლებ სარაკეტო შეტევებს და იყენებს Kh-22 რაკეტებს. ეს არის 1970-იანი წლების ძველი საბჭოთა რაკეტები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს ამოიწურა ზუსტი მართვადი რაკეტები.

კრემლის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ შეეცდება ომის გაყინვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა დაარწმუნოს დასავლეთი სანქციების მოხსნაში, მაგრამ შემდეგ გააგრძელოს აგრესია. მათი მიზანია მთელი უკრაინა და არა მხოლოდ", - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა,  ვადიმ სკიბიცკიმ. 

მანამდე სკიბიცკიმ თქვა, რომ უკრაინა ახლა დასავლურ იარაღს ეყრდნობა, მაგრამ ცოტა საბრძოლო მასალაა დარჩენილი. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics