2022-06-10 11:13:08, 1470 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვა - მარიუპოლს ქოლერის გავრცელების საფრთხე ემუქრება
უკრაინის სამხრეთ ქალაქ მარიუპოლს ქოლერის გავრცელების საფრთხე ემუქრება, რადგან სამედიცინო სერვისები სავარაუდოდ უკვე კოლაფსს უახლოვდება, განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
უწყების ცნობით, ასევე არის მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტი ქალაქ ხერსონში.
"უკრაინაში 1995 წელს ქოლერას დიდი აფეთქება მოხდა, რასაც წლიდან წლამდე შემთხვევები მოყვება. მარიუპოლს ქოლერის გავრცელების საფრთხე ემუქრება, რადგან სამედიცინო სერვისები სავარაუდოდ უკვე კოლაფსს უახლოვდება,"- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკრაინის ინციდენტების მენეჯერმა დორიტ ნიცანმა თქვა, რომ მარიუპოლი, რომელსაც ახლა რუსული ძალები აკონტროლებენ ალყისა და მძიმე დაბომბვის შემდეგ, ქოლერის რისკის ქვეშ არის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,