01:34 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 11:02:00, 810 ნახვა

საზოგადოება
ახალი „ლიბერთის“ ქალების გაძლიერებისთვის

გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ჩატარდა  კონფერენცია ,,ზრუნვის ეკონომიკა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა". კონფერენციის მონაწილე და სპიკერი იყო ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე. 

ლიბერთი 2019 წლიდან  გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანიაა საქართველოში. ბანკის ახალი სტრატეგიის მიზანია  ადამიანებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესება.  ლიბერთის ინიციატივით და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის შედეგად უკვე 300-მდე მეწარმე ქალმა ისარგებლა სპეციალური გადამზადების პროგრამით. მომავალში კი კომპანია კიდევ  2000-მდე ქალის გადამზადებას და მხარდაჭერას გეგმავს.
ლიბერთის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულების 50%, ხოლო მენეჯმენტის 30%-ს ქალები წარმოადგენენ.
გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ქალს მისცემს შესაძლებლობას იყოს განათლებული, ძლიერი და დამოუკიდებელი.  
განათლების ხელშეწყობა და ზოგადად, ცნობიერების ამაღლება ლიბერთის მთავარი პრიორიტეტია.

,,ლიბერთი უკვე რამდენიმე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობასთან ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით.

დღევანდელი კონფერენციის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში ქალების მეტი ჩართულობა და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა გახლდათ. მივესალმები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივ მუშაობას როგორც ქალთა გაძლიერების, ასევე ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკისა და ზრუნვის ეკონომიკის ნაწილში.

ლიბერთი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში, მზად არის მონაწილეობა მიიღოს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროგრესულ და მნიშვნელოვან პროცესებში." - ნინო ჩიხლაძე, ლიბერთის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics