11:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 14:31:49, 787 ნახვა

პოლიტიკა
ლელა ჩიქოვანმა ლიეტუველ კოლეგასთან რეგიონული უსაფრთხოების, ნატოში ინტეგრაციისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიეტუვას რესპუბლიკაში იმყოფება. ლელა ჩიქოვანს ლიეტუველმა კოლეგამ - ეროვნული თავდაცვის ვიცე-მინისტრმა მარგირის აბუკევიციუსმა ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგებმა რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარი მოქმედებები განიხილეს. მხარეებმა მადრიდში დაგეგმილი ნატოს სამიტის მოსალოდნელ შედეგებზეც იმსჯელეს. მარგირის აბუკევიციუსმა ქართველ კოლეგას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ლიეტუვას მხარდაჭერა გამოხატა.

როგორც შეხვედრაზე მან განაცხადა, ლიეტუვის რესპუბლიკა განაგრძობს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას, მზად არის საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა გააღრმაოს და გააძლიეროს ლიეტუვას კონტრიბუცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ინიციატივებში. ლელა ჩიქოვანმა კი, საქართველოს სახელით კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიცე-მინისტრი საქართველოში მოიწვია. საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ბევრ წელს ითვლის. ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები მოიცავს სამხედრო წვრთნებსა და განათლებას, კიბერუსაფრთხოებას, ერთობლივ სწავლებებს საქართველოსა და ლიეტუვაში, ასევე თანამშრომლობას სახმელეთო ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალებსა და სამხედრო აკადემიებს შორის. ლიეტუვას რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ლელა ჩიქოვანმა შეხვედრები უკვე გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics