01:35 - 09 May, 2026
|
2022-06-08 12:03:03, 639 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ნაროუშვილი დაიკავებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს წარედგინება. „წარმატებებს ვუსურვებ ლევანს. ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია. არსებობს სერიოზული გამოწვევები, ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები. ასე რომ, ლევანს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამ დრომდე, ლევან ნაროუშვილი გლდანის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)