|
2022-06-08 11:03:44, 917 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“ უკვე მეშვიდედ გამოცხადდა
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“ უკვე მეშვიდედ გამოცხადდა. „სუფთა რეგიონი“ არის უმნიშვნელოვანესი კონკურსი, რომელსაც მეშვიდე წელია ვატარებთ. კონკურსში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება; მონაწილეობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. ვფიქრობ, 2022 წლის შედეგები ძალიან პოზიტიური იქნება, რომელიც წაადგება ჩვენს გარემოს. კონკურსი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და, რაც მთავარია, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, კონკურსის მიზანია, ნარჩენების რაოდენობისა და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის ხელშეწყობა, რაც ევროპულ სტანდარტებთან გვაახლოებს. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, ასევე, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)