2022-06-07 19:01:22, 1522 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონსონი - ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მისაღებად ზელენსკიზე ზეწოლა არ უნდა მოახდინონ
ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მისაღებად ზელენსკიზე ზეწოლა არ უნდა მოახდინონ. - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტა ბორის ჯონსონმა.
მისივე თქმით, ცუდი სამშვიდობო შეთანხმებები დიდხანს არ გრძელდება.
"ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მისაღებად მსოფლიო ძალებმა ზელენსკიზე ზეწოლა არ უნდა მოახდინონ. დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის წინა პლანზე დარჩება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,