11:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 17:43:38, 1137 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - მოხარული ვარ, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ინგა გრიგოლიას მიმართ დაადგინა 7-ე პრინციპის (დისკრიმინაცია) დარღვევა

მოხარული ვარ, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ინგა გრიგოლიას მიმართ დაადგინა 7-ე პრინციპის (დისკრიმინაცია) დარღვევა - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი წერს. 

როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს,  გადაცემა „რეაქციაში“ 28 აპრილს რესპოდენტი - ექიმი ლევან ფერაძე, გარდა იმისა, რომ იყენებდა დისკრიმინაციულ ტერმინებს: „ღრმა ინვალიდობა“ და „უნარშეზღუდულის სავარძელი“, შეზღუდულ შესაძლებლობას აიგივებდა დიაგნოზთან, ეტლს კი წარმოაჩენდა ნეგატიურ, საშინელ ატრიბუტად, რომლის მოხმარება და დანახვაც ადამიანისთვის დამთრგუნველია. ამ ეპიზოდში დისრკიმინაციული იყო, როგორც ლექსიკა, ასევე, კონტექსტი, რაც შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული გარემოს გამძაფრების და სტიგმატიზაციის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანი, ინგა გრიგოლია არ გაემიჯნა ლევან ფერაძის პოზიციას, რითაც გაემიჯნა შშმ პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას.

„მოხარული ვარ, რომ ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ ინგა გრიგოლიას მიმართ დაადგინა 7-ე პრინციპის (დისკრიმინაცია) დარღვევა. კერძოდ, გადაცემა „რეაქციაში“ 28 აპრილს რესპოდენტი - ექიმი ლევან ფერაძე, გარდა იმისა, რომ იყენებდა დისკრიმინაციულ ტერმინებს: „ღრმა ინვალიდობა“ და „უნარშეზღუდულის სავარძელი“, შეზღუდულ შესაძლებლობას აიგივებდა დიაგნოზთან, ეტლს კი წარმოაჩენდა ნეგატიურ, საშინელ ატრიბუტად, რომლის მოხმარება და დანახვაც ადამიანისთვის დამთრგუნველია. ამ ეპიზოდში დისრკიმინაციული იყო, როგორც ლექსიკა, ასევე, კონტექსტი, რაც შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული გარემოს გამძაფრების და სტიგმატიზაციის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდა.

 სამწუხაროდ, გადაცემის წამყვანი, ინგა გრიგოლია არ გაემიჯნა ლევან ფერაძის პოზიციას, რითაც გაემიჯნა შშმ პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას.

 აღსანიშნავია, რომ ეთიკის ქარტიას უკვე აქვს ნამსჯელი მსგავს საქმეებზე. კერძოდ, თინათინ რევაზაშვილი გიორგი ნიორაძის, ეკა მიშველაძის და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ საქმეზე საბჭომ აღნიშნა: “სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, შესაძლოა, მარტივად გახდეს მედია, თუკი არ მოეკიდება სიფრთხილით თითოეულ შემთხვევას და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშაობისას. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, ხელი არ შეუწყონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას“. „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო ქმედებები განახორციელოს“. “პირდაპირ ეთერში მუშაობისას ჟურნალისტმა უნდა მოუწოდოს რესპონდენტს, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული ენის შემცველი ტერმინების გამოყენებისგან, აღნიშნოს, რომ რედაქციისთვის მიუღებელია დისკრიმინაცია რომელიმე ჯგუფის მიმართ და ემიჯნება რესპონდენტის მოსაზრებებს“.

ვფიქრობ, მსგავსი პრეცედენტების შექმნა ძალიან მნიშვნელვანია, რათა მედია არ უწყობდეს ხელს შშმ პირთა მიმართ სტერეოტიპებით, ცრუ-წარმოდგენებით სავსე უარყოფითი და უპატივცემულო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“ - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics