2022-06-06 21:19:03, 1059 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - თუ საომარი იქნა, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ისინი ვერ იომებენ
თუ საომარი იქნა, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ისინი ვერ იომებენ. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ომის საკითხის გატესტვა მიმდინარეობს.
"ორი მიმართულებით აქვთ ფრთა გაშლილი. აქამდე ხომ ვერ ბედავდნენ და ემიჯნებოდნენ ამ თემას, ახლა ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოვიდა და ომის საკითხი დაადასტურა. თქვენი კოლეგა ერთ-ერთი არხიდან გამოვიდა და ომის საკითხი დაადასტურა. ომის საკითხის გატესტვა მიმდინარეობს, რომ დიახ, სუვერენიტეტს ომი სჭირდება და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მე მათთვის ასეთი პასუხი მაქვს: თუ საომარი იქნა ამ ქვეყნისთვის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ისინი ვერ იომებენ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს დღეებში საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირისის სტატუსის შესახებ ინფორმაცია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,