04:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 18:06:48, 1509 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი რუსეთის ტყვეობაში მყოფი „აზოვსტალის“ მებრძოლების ზუსტ რაოდენობას ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აზოვსტალის“ ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლების ზუსტი რაოდენობა დაასახელა.

პრეზიდენტის თქმით, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან 2,5 ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი შეიპყრეს, რომელთა განთავისუფლებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოა დაკავებული. ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსებისთვის უკრაინელი მებრძოლების  წამება წამგებიანია, რადგან ისინი „სახალხო პატიმრები“ გახდნენ.

ზელენსკის თქმით, ის არ იღებს რუსეთის ხელისუფლებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკების განცხადებებს უკრაინელი მებრძოლების მომავალ ბედთან დაკავშირებით. აღნიშნული ქმედებით, რუსული მხარე მხოლოდ საკუთარი თავის პოპულარიზაციას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამპყრობლები შეთანხმდნენ აზოვსტალიდან უკრაინელ დამცველებთან დროებით ოკუპირებული ნოვოაზოვსკის მიმართულებით დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე. ამის შემდეგ, აზოვის მეთაურმა დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ „სიცოცხლის გადასარჩენად, მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას“.

17 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყება. მემორანდუმის თანახმად, 16 მაისს 53 მძიმედ დაჭრილი აზოვსტალიდან ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენევკაში კიდევ 211 ადამიანი გადაიყვანეს.

20 მაისს ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 1700 უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანა. შიგნით დარჩენილთა რაოდენობა კი უცნობია დარჩა.

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან ოკუპირებულ ოლენევკაში ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები არ აწამებდნენ.

3 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ დატყვევებულ სამხედროებს უკრაინის დაზვერვის სამსახურის მხარდაჭერით დაუკავშირდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics