02:23 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 16:54:14, 839 ნახვა

საზოგადოება
„ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობამ მოიწონა

დღეს გამართულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი  „ტანასა  და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ მოიწონა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ტანასა  და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი  ითვალისწინებს შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის ხეობებში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანას აღკვეთილისა (საერთო ფართობია 10 986 ჰექტარი) და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის (საერთო ფართობია  21 864 ჰექტარი) დაარსებას. 

ტანასა და თეძამის  ხეობები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ტანასა და თეძამის ხეობებში დაცული ტერიტორიის შექმნა. დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება, რაც, შესაბამისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics