13:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 14:50:14, 762 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით

საქართველო ბოლო 9 წელია არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, გასულ წელს, ჩვენ გავაფორმეთ ე.წ. მემორანდუმი, შეთანხმება და გამოიყო ჯგუფი ქვეყნების, ასოცირებული ტრიო - საქართველო, მოლდოვა, უკრაინის სახით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით,  ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით და რაც მთავარია, ყველა მიღწევით. 

„ეს არ არის გაზვიადებული შეფასება, ეს არის ჩვენი კოლეგების, ჩვენი ევროპელი, ამერიკელი კოლეგების და ძალიან ბევრი საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების და ორგანიზაციების შეფასება, რომ საქართველო ყველა პარამეტრით არის წინ ამ ქვეყნებს შორის. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მთელი რიგი მიმართულებით, იქნება ეს ანგარიშვალდებულება, მთავრობის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ანტიკორუფციული მიმართულებით ეფექტური პოლიტიკა. ბიზნესმიმართულებით ჩვენ მსოფლიოში მე-7  ადგილზე ვართ. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა პირველად მსოფლიოში, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც, მართლაც, ხალხის დაკვეთას ასრულებს და ჩვენი ამბიციური გეგმები და ის რეფორმები, რომელიც დავიწყეთ 9 წლის წინ, მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, ამას გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ. 
უფრო მეტს გეტყვით კიდევ, დამატებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ახლა დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაწერილია დეტალურად ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ. მთელი რიგი ვალდებულებებისა და რეფორმებისა, ინიციატივებისა, არის გადმოტანილი ცნობილი შარლ  მიშელის შეთანხმებიდან. პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შევასრულეთ პირნათლად. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე, ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება" , - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics