02:23 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 13:56:53, 776 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - „ბორჯომის“ქარხანაში ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში მედიატორი ჩაერთვება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო  "IDS ბორჯომი საქართველოში" შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო.

სამინისტროს ცნობით, დანიშნული მედიატორის ჩართულობით,  შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის  შეთანხმება შედგეს.

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "IDS ბორჯომი საქართველოში" შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო. შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით,  შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება,  მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და  აღდგეს მინერალური წყლის  ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება,"- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, კომპანია IDS ბორჯომმა ომისა და სანქციების გამო, წარმოება გაუგებარი დროით შეაჩერა, რის შემდეგაც ქარხნებში დასაქმებულ 1000 ადამიანს ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ და ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს უნდა მიეღოთ. 

თუმცა, გაფიცული მუშები ამბობენ, რომ ორ თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ და მოითხოვენ მის ანაზღაურებას, ასევე უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს. შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, კომპანია IDS ბორჯომმა ომისა და სანქციების გამო, წარმოება გაუგებარი დროით შეაჩერა, რის შემდეგაც ქარხნებში დასაქმებულ 1000 ადამიანს ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ და ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს უნდა მიეღოთ. ბორჯომის თანამშრომლების პროტესტის პარალელურად, კომპანია "IDS ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics