|
2022-06-06 13:20:22, 775 ნახვა
საზოგადოება
არც ერთი ახალი კადრი არ აგვიყვანია, შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი - „ბორჯომი“ განცხადებას ავრცელებს
ბორჯომის თანამშრომლების პროტესტის პარალელურად, კომპანია "IDS ბორჯომი" განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. როგორც "ექსპრესნიუსს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, "ბორჯომს" არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. "როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული", - აცხადებენ კომპანიაში. ბორჯომის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - 400 გაფიცულ თანამშრომელს ქარხნის შესასვლელი პიკეტირებული აქვს, არ უშვებენ ავტომობილებს და არც სხვა თანამშრომლებს. შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, კომპანია IDS ბორჯომმა ომისა და სანქციების გამო, წარმოება გაუგებარი დროით შეაჩერა, რის შემდეგაც ქარხნებში დასაქმებულ 1000 ადამიანს ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ და ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს უნდა მიეღოთ. თუმცა, გაფიცული მუშები ამბობენ, რომ ორ თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ და მოითხოვენ მის ანაზღაურებას, ასევე უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)