13:13 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 17:15:41, 1290 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი სააკაშვილი - საქართველოს მესამე პრეზიდენტს სჭირს იმგვარი დაავადებები, რომელიც საქართველოში არ იკურნება

მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებში არ არის ისეთი დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ.

მისივე თქმით, გადაიყვანენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ.

"როგორც მოგეხსენებათ, ამ კომისიამ მუშაობა დაიწყო თითქოს პირველ მარტს, გავიდა საკმაოდ დიდ ხანი, ხალხს მივიწყებული ჰქონდა, მაგრამ ახლა გაააქტიურეს ეს თემა, იქიდან გამომდინარე, რომ დადონ დასკვნა, რომელიც იქნება მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დარწმუნებული ვარ სახარბიელო ნამდვილად არ იქნება, გადაფარონ, თითქოს როგორ შემოდიან მიშას მდგომარეობაში, როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს.
იუსტიციის მინისტრს ვეტყვი, რომ ის განათლებით ექიმი არ არის, მსგავსი გადაწყვეტილება ყოველთვის ექიმებმა უნდა მიიღონ. მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ალტერნატიული ჯგუფი შევიდა "ვივამედის" კლინიკაში და დადებენ შესაბამის დასკვნას, რომელსაც ოჯახი და საზოგადოება ვითხოვდით რამდენიმე თვის განმავლობაში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics