03:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 10:04:42, 1529 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - საქართველოსა და მოლდოვას უნდა ესმოდეს თუ უკრაინას გატეხდნენ მათაც გატეხდნენ

საქართველოსა და მოლდოვას უნდა ესმოდეთ, რომ თუ უკრაინას გატეხდნენ, საქართველოსაც და მოლდოვასაც გატეხდნენ. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "ფორმულასთან".

მისივე თქმით, ყველამ უნდა წარმოიდგინოს ის საშინელი გარემოება, რაც უკრაინის დაცემას შეიძლება მოყვეს.

"საქართველოსა და მოლდოვას უნდა ესმოდეთ, რომ თუ უკრაინას გატეხდნენ, საქართველოსაც და მოლდოვასაც გატეხდნენ. მუხლებზე დააყენებდნენ და იტყოდნენ, საკუთარ თოქ-შოუებში როგორც ამბობენ ხოლმე, რომ დავხოცეთ ქართველი და მოლდოველი ფაშისტები ტანკებით ერთ-ორ-სამ დღეში, ყვავილებით გვხვდებიან. შეიქმნებოდა მთელი ბანაკი პოსტსაბჭოთა სივრცეში, განადგურებული ქალაქები. ეს სურათი ყველამ უნდა წარმოიდგინოს. მინდა, რომ ევროპასა და საქართველოში ყველამ წარმოიდგინოს, ასეთი სურათი იქნებოდა: მავთულხლართები, საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც რუსი დგას და თბილისის უნივერსიტეტის პროფესორს ეუბნება, როგორ შეაფასოს პროცესები". - განაცხადა პოდოლიაკმა.

გახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics