14:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 20:20:28, 1136 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ჩვენ მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სლოვაკურ კომპანია „ინობატ ენერჯის" (Inobat Energy) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა წერილს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვა -  განვითარების კუთხით.

ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მხრიდან განზრახულობათა წერილს ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„კომპანია „ინობატ ენერჯი" ბატარეების წარმოების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოწინავე ევროპული კომპანიაა. მასთან თანამშრომლობა ითვალისწინებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მოქნილობის და საიმედოობის გაუმჯობესებას, აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვის საპილოტე პროექტის განხორციელებას, რომლის შედეგებზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამ ტექნოლოგიური სიახლის შემდგომი დანერგვა ქვეყნის ენერგეტიკულ მეურნეობაში. ჩვენ მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერვისა და განვითარების პროექტში სლოვაკური კომპანიის „ინობატ ენერჯის" პარტნიორი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics