|
2022-06-03 15:38:05, 1143 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და „თსუ-ს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის “ წიგნად გამოცემას. „საიუბილეო გამოცემას თან დაერთვება უნიკალური ფოტოები, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო ოკრიბაშვილმა. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი თარხუჯ ჯავახიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხოვლეს საჯარო სკოლას საჩუქრად ფერადი პრინტერი და წიგნები გადასცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)