02:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 21:04:31, 1554 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების ახალ პაკეტს უწესებს, მათ შორის ზახაროვას

თეთრმა სახლმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე თქმით, სანქცირებულ პირთა შორის არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი და კრემლის პროპაგანდისტი, მარია ზახაროვა.

"სანქციები შეეხება პუტინის „ახლო მეგობარს“ სერგეი პავლოვიჩ როლდუგინს, რომელიც პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილის ნათლიაა, ისევე როგორც როლდუგინის ცოლი, ელენა იურიევნა მირტოვას. როლდუგინი პეტერბურგის მუსიკის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელია, მირტოვა კი ოპერის სოპრანოა. 
სანქციების სიაში მთავრობიდან მოხვდა: რუსული სახელმწიფო ავიაციის კომპანიის პრეზიდენტი იური სლიუსარი; ვიტალი საველიევი, ტრანსპორტის მინისტრი; მაქსიმ რეშენნიკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი; ირეკ ენვაროვიჩ ფაიზულინი, მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრი; და დიმიტრი იურიევიჩ გრიგორენკო, ვიცე-პრემიერი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics