02:19 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-02 18:08:25, 1659 ნახვა

ომი უკრაინაში
ჰაბეკი - პუტინი კვლავ იღებს ფულს, მაგრამ დრო ახლა რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს

გერმანიამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად,- ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

ჰაბეკის თქმით, დასავლეთის სანქციები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ კვლავ მძიმე ზარალს აყენებს „რუსეთის სამხედრო მანქანას“,ამასთან „რუსეთის ეკონომიკა იშლება”, რაშიც გერმანიამ თავისი როლი ითამაშა. მარტში რუსეთში ექსპორტის 60%-ით შემცირებით.

„პუტინი კვლავ იღებს ფულს, მაგრამ დრო არ მუშაობს რუსეთისთვის, ის მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჰაბეკმა.

გარდ ამისა, სანქციებში მონაწილე მოკავშირე ქვეყნების ექსპორტი წინა თვეებთან შედარებით 53%-ით შემცირდა, ხოლო ნეიტრალურ ან პრორუსულ სახელმწიფოებს შორის ვარდნა 45%-ით იყო. სანქციების შედეგად მოსკოვმა დაკარგა წვდომა იმ ნაწილებზე, რომლებიც გადამწყვეტი იყო მისი ბრძოლის უნარისთვის.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics