|
2022-06-02 17:44:57, 1496 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერის ინიციატივით, დღის ცენტრის ბენეფიციარებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ
შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, დღის ცენტრის ბენეფიციარები , მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ დელფინების შოუს სანახავად. ბავშვებმა, ბათუმის ცენტრალურ პარკში, გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა. შუახევის მერია, გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის, მადლობას უხდის ადგილობრივ ბიზნესმენს, ასლან მჟავანაძეს, რომელმაც სოციალური აქციის ფარგლებში ერთი დღე გაულამაზა დღის ცენტრის ბენეფიციარებს და სიმბოლური საჩუქრები გაუკეთა. ასევე, აქციის ფარგლებში, ბავშვებს, ტკბილეული და საჩუქრები გადასცა შუახევის თვითმმართველობამ. დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად იმყოფებოდნენ შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)