2022-06-01 16:42:50, 1471 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - რუსეთის სამხედრო ძალები ქალაქ სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ
რუსეთის სამხედრო ძალები ქალაქ სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ. - განაცხადა ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ.
მისივვე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადავიდა.
" მეზობელი ლისიჩანსკი სრულიად უკრაინის კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ლუგანსკის რეგიონის ყველა თავისუფალი დასახლება მუდამ იბომბება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,