2022-06-01 16:22:49, 972 ნახვა
პოლიტიკა
საპატრიარქო შაბათს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
შაბათს, 4 ივნისს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე თქმით, წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღსრულდება.
"დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარს:
„გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თელავში ერეკლე მეორეს დასაცავად აქცია გაიმართა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,