03:20 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 15:26:30, 1291 ნახვა

საზოგადოება
კალაძე ელოშვილზე - დავკარგე მეგობარი, რომელსაც ნებისმიერ საკითხში თვალდახუჭული ვენდობოდი

თბილისის მერი, კახა კალაძე, მისი მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს. 

კალაძის თქმით, დაკარგა მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ საკითხში თვალდახუჭული ენდობოდა.

„ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო... დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“,- წერს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს 1 ივნისს, თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics