15:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 15:18:19, 1145 ნახვა

პოლიტიკა
„ლელო“ - ხელისუფლებას შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბურნებისკენ მოვუწოდებთ

პარტია „ლელო“ „ქართულ ოცნებას“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

პარტიის ლიდერის მამუკა ხაზარაძიმ განცხადებით, მთავარი პრობლემა, როემლზეც დღეს ევროპელი ლიდერები საუბრობენ, არის „ქართული ოცნების“ შეთანხმებიდან გასვლა. ამასთან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას.

„ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ქვეყანას მისცა უპრეცენდეტო შანსი მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ლელო-ს მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფა.

შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია:

1. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხიმსგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე.

2. 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ.

3. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში.

5. ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთის მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორეს მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით“,- აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics