|
2022-05-31 16:15:33, 651 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო”, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, მიმდინარეობს კრწანისის ტყეპარკის შიდა 7,5 კილომეტრიანი გზების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოები, სრულად მოაწესრიგებს სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გზის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად და 3 თვის განმავლობაში დასრულდება. „პროექტი “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” განხორციელდება 2021-2024 წლებში და ის დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის საერთო ღირებულებაა 6 802 343 ევრო, ხოლო ველური ბუნების სააგენტოს საგრანტო ბიუჯეტია 2 919 714 ევრო",- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)