|
2022-05-30 15:31:50, 1439 ნახვა
რეგიონი
ხოვლეს სკვერის განახლება მალე დასრულდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ახალ ჭიათურა“-მ, არსებული სკვერის დემონტაჟის შემდეგ ახლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიამ ხოვლეს სკვერის რეაბილიტაციისათვის 176 667 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. სოფლის ცენტრში მდებარე სკვერი მოსახლეობის დასვენების ერთადერთი სივრცეა და აუცილებელ განახლებას საჭიროებდა. დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობას მერია, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში ეტაპობრივად განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)