16:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 13:18:29, 983 ნახვა

პოლიტიკა
„საკუთარ თავს ამ საკრებულოს მოწვევაში ვერ ვხედავ“ - ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოში მანდატი დატოვა

პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოში მანდატი დატოვა. აღნიშნულის შესახებ დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კუპრაძის თქმით, ის ამ მოწვევის საკრებულოში საკუთარ თავს ვერ ხედავს, თუმცა საქმიანობის გაგრძელებას სხვა ფლანგიდან გეგმავს.

„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ ძალადობა, ზეწოლა, მუქარა და უმძიმესი პროცესი, რომელმაც დააზიანა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია, საარჩევნო პროცესი და საერთოდ მოქალაქეების თავისუფლება, თანამონაწილეობის შესაძლებლობა თვითმმართველობის მართვის პროცესში. შესაბამისად, მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ საკრებულოს მოწვევაში. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სწორედ ბათუმელებისთვის და არამხოლოდ ბათუმელებისთვის სხვა ფლანგზე ბრძოლით, შესაბამისად, ვაგრძელებ ბრძოლას და შრომას. ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივარისთვის თუ არაგულშემატიკვარისთვის, იმ მხარდაჭერის ფარგლებში რისი განხორციელებაც აქანდე შეგვეძლო და ასევე დღევანდელი დღიდან შეგვეძლება“,- განაცხადა კუპრაძემ.

გარდა ამისა, 7 თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი, რამაზ ჯინჭარაძე გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ" და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიიღო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics