04:10 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 11:48:51, 568 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

27 მაისს, სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, „საქართველოს ფოსტასა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს   უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის“ წიგნად გამოცემას.

მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო გამოცემას თან დაერთვება უნიკალური ფოტოები, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო ოკრიბაშვილმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics