23:40 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 11:16:01, 1744 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსები ცდილობენ მთლიანად დაიპყრონ ქალაქი ლიმანი

რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტეს ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

მათივე თქმით, რუსები ცდილობენ მთლიანად დაიპყრონ ქალაქი ლიმანი, რადგან ის დონბასში შეტევის მომდევნო ეტაპისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

"ქალაქი ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რადგან მას აქვს სარკინიგზო კვანძი, რომელიც ჩრდილოეთ დონეცის მდინარეზე მნიშვნელოვან სარკინიგზო და საგზაო ხიდებს უკავშირდება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics