2022-05-28 10:31:56, 1304 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დონბასი კვლავ უკრაინული იქნება
დონბასი კვლავ უკრაინული იქნება. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ისინი აღადგენენ ყველა ქალაქსა და თემს.
" სწორედ ამიტომ, ჩვენ თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგობა გავზარდოთ და დონბასი კვლავ უკრაინული იქნება. იმ ტანჯვისა და ნგრევის მიუხედავად, რასაც რუსეთი დონბასს მოუტანს, ჩვენ აღვადგენთ ყველა ქალაქს, ყველა თემს - სხვა რეალური ალტერნატივა არ არსებობს". - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,