19:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 16:23:13, 700 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენ რომ ეს სისულელე გაგვეკეთებინადა და რუსეთზე სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს?!

პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 14,4%  ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას მიმართა კითხვით, წარმოუდგენიათ თუ არა, რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა, თუ საქართველო რუსეთს ეროვნული დონის ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა.

„მე გეკითხებით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, რომ მოქალაქეებს გასცეთ?! ჩვენ კარგად გვესმის თქვენი მოტივაციაც, მაგრამ ერთს გეტყვით - ჩვენი მთავარი ამოცანა, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, რასაც, სამწუხაროდ, თქვენგან ვერ ვხედავთ, პირიქით", - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics