19:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 14:25:39, 859 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სოროსის ფონდი, თბილისის ხელმძღვანელობის პირობებში, გადაქცეულია ომის პარტიის დანამატად

სამწუხაროდ, სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთერთ დანამატად. ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთერთი თანამშრომლის მხრიდან. ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით,  ვანო ჩხიკვაძის ქმედება ომის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელებაა. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ კრიტიკულ დროს, ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვანო ჩხიკვაძის ქმედებაც არის ზუსტად ამ ომის პარტიის, რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამის უკან რა დგას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის არეულობის მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი რამ  არ მოხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - არავითარი  საფუძველი არ აქვს ამას. საქართველო ყველა პარამეტრით იმაზე მეტად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. არსებობს ძალიან მარტივი კრიტერიუმები, ეს არის სამართლის უზენაესობა და დემოკრატია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება, ეკონომიკური თანამშრომლობა,  ზოგადად ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ყველა პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ  არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მითუმეტეს, თუ ეს სტატუსი მიენიჭება უკრაინას და მოლდოვას. ამ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას იმასთან დაკავშირებით,  რომ საქართველო ალბათ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს, პირველ რიგში მათ ზრახვებზე.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics