19:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 12:49:59, 935 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე - უნდა გავუმარტივოთ ორმაგი მოქალაქეობა და პარლამენტში ყავდეთ წარმომადგენილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს პარლამენტში ჰყავდეთ წარმომადგენელი, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. 

დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს წარმომადგენლები მსოფლიოში და უფრო ახლოს არიან ევროპასთან და შეიძლება კარგად გამოადგეს ქვეყანას. 

"ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ასეთი დიასპორა გვეყოლებოდა საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ჩვენ წამომადგენლები არიან მსოფლიოში. მთავარია, ჩვენს შორის კავშირი არ უნდა გაწყდეს. 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ორმაგი მოქალაქეობა, რომელიც კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე იუსტიციის სამინისტროთან. მეორე, მათი ჩართულობა პოლიტიკაში და ამას სჭირდება, რომ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. მართალია,ეს მე არ მეკუთვნის, პარტიების ხელშია, მაგრამ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი, რომ პარლამენტში ყავდეთ თავისი ინტერესის წარმომადგენელი. ეს შეიძლება მოხდეს კვოტების ფორმით, რომ ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულა, რომ ყველა სიაში ყავდეთ დიასპორის წარმომადგენელი. 

ისინი უფრო ახლოს არიან ევროპასთან და შეიძლება კარგად გამოგვადგეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics