|
2022-05-26 22:49:36, 1322 ნახვა
საზოგადოება
გვარამია - ხელისუფლებამ ჩემი დაჭერით დაიჭირა საკუთარი თავი და შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება
ხელისუფლებამ ჩემი დაჭერით დაიჭირა საკუთარი თავი და შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება. - განაცხადა "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, არ დაიჭირა, მაგრამ შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება. " ჩემი დაჭერით მე მგონია, რომ "ოცნებამ" დაიჭირა საკუთარი თავი და სამწუხაროდ, არ დაიჭირა, მაგრამ შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება. დახურულ საზოგადოებაში გარღვევას ახდენს არა იდეები, არამედ სუპერიდეები. ჩვენს შემთხვევაში ეს არის სამშობლო. ასე იყო 9 აპრილს, ასე იყო 2003 წელს, 20 ივნისს და ასე იქნება ახლაც. ჩვენთვის სამშობლო ეს არის ევროპული წიაღი. მათ ეს უკვე შეაჩერეს, მაგრამ ვერ გააჩერეს". - განაცხადა ნიკა გვარამიამ "მთავარი აქცენტების" ექსკლუზიურ სატელეფონო ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ნიკა გვარამის მოსამართლემ რუსთავი2-ის საქმეზე 3 წელი და 6ბთვით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)