22:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 21:01:28, 1574 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიკოლაევის ოლქში ოკუპანტებმა ერთი ქალი, რომელიც ძროხებს აძოვებდა მოკლეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში, ბერეზნეჰუვატეს დასახლების გარეუბანში ორ ქალს, რომლებიც ძროხებს აძოვებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონალური საბჭო ავრცელებს.

მათივე თქმით, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

" ოკუპანტები ნიკოლაევის ოლქის დაბომბვას აგრძელებენ. ისინი აზიანებენ და ანადგურებენ სახლებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებს. ბოლო 24 საათში ნიკოლაევში 14 ადამიანი დაშავდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics