05:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 16:55:31, 1288 ნახვა

საზოგადოება
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, უკვე ქუთაისის ორ კლინიკაშია შესაძლებელი. ამ დრომდე, აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისის 3 დაწესებულებაში, რის გამოც დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად  დედაქალაქში ჩასვლა უწევდათ. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, ცვლილების შედეგად, პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა, თბილისის გარდა, შესაძლებელია იმერეთის რეგიონის ორ დაწესებულებაში: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. (ქ.ქუთაისი, ჯავახიშვილის N 83ა) და ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (ქ. ქუთაისი ტ.ტაბიძის 23)

ვაუჩერის კომპონენტი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი  მომსახურების მიწოდებას:საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა; გლუკომეტრი; სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და  სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები; შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა; გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით; დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი; პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება; ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში; სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics