05:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 15:34:38, 1172 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი რეგიონში მოქმედი ბარმენებისთვის ჩაატარა.

მონაწილეები ბარმენის მუშაობის ძირითად პრინციპებს, კლასიკური ალკოჰოლური კოქტეილების მომზადების ტექნიკას, ბარის მუშაობის სტანდარტებსა და ტიპებს გაეცნენ. გარდა ამისა, შეისწავლეს ბარის პროდუქციის ასორტიმენტი, მენიუსა და ღვინის რუკის შედგენა. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ ბარმენები სხვადასხვა კოქტეილის მომზადების პრაქტიკულ გაკვეთილს დაესწრნენ და თავადვე მოამზადეს სხვადასხვა სასმელი. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურისტული სექტორის 758 წარმომადგენელი გადამზადდა. ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები მთიან აჭარასა და ბათუმში ბარმენებისთვის, გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.  

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics