|
2022-05-25 11:05:02, 924 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია ფიდერული გემით საკონტეინერო გადაზიდვებს ევროპის მიმართულებით განახორციელებს
საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია GR ლოგისტიკა და ტერმინალები Ady Container-თან (აზერბაიჯანი), KTZ Express-თან (ყაზახეთი) და კასპიის საზღვაო სანაოსნო კომპანია ASCO-სთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს ფიდერული გემის მეშვეობით განახორციელებს. კომპანიის ცნობით, ფოთის პორტიდან პირველი ფიდერული გემი 146 TEU კონტეინერს რუმინეთის პორტში, კერძოდ კონსტანცაში გადაზიდავს. კონსტანცას პორტში გადატვირთვის შემდეგ კი გემზე არსებული ტვირთი გერმანიასა და უნგრეთში, მოგვიანებით კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნება. შავი ზღვის პორტებს შორის საფიდერო ხაზის ამოქმედება, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს. საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულება შემდეგია: ევროპა - ჩინეთი - ევროპა და ევროპა - შუა აზია - ევროპა. ფიდერული გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს. გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. პროექტის მხარდამჭერი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის კონსორციუმის წევრი - ევროპული კომპანია Grampet-ია (რუმინეთი). საკონტეინერო გადაზიდვებში ასევე კომპანიები: Rail Cargo და Metrans მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)