|
2022-05-24 14:51:18, 1563 ნახვა
რეგიონი
კასპელი ძალოსნები ყაზახეთში ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ
კასპის მუნიციპალიტეტიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეებს გამგზავრებამდე, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე შეხვდა. წარმატებული ძალოსნები (წოლჭიმი), 19 წლის საქართველოს 5 გზის ჩემპიონი გიორგი კრუპნოვი და 20 წლის ევროპის ჩემპიონი სიმონ ორბელაშვილი (მწვრთნელი გიორგი მერებაშვილი) – საქართველოს ნაკრების წევრები არიან. „მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა დაუღალავი შრომით მოიპოვება, ამასთან დიდი პასუხისმგებლობაა და მჯერა რომ საუკეთესო შედეგებით დაბრუნდებით. მინდა წარმატებები გისურვოთ სპორტულ კარიერაში, ჩემის მხრივ კი მხარდაჭერა და თანადგომა ყოველთვის იქნება“ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ. გიორგი კრუპნოვის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)