|
2022-05-24 11:12:39, 1071 ნახვა
საზოგადოება
ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა
ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სალექციო კურსები მოისმინეს, დეტალურად გაეცნენ ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს. „იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა პროფესიული უნარ-ჩვევები და დარგობრივი ცოდნა გაიღრმავეს. პროექტში ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში" ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 120-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა. გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი და საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაესწრნენ. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ 14 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, ინოვაციური სერვისების დანერგვას, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)