06:49 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 11:06:47, 902 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე.

„ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელებთან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics