06:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 11:04:52, 951 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის - გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და დელეგაციის წევრებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - მიხეილ ჩიკვაიძემ და სხვა ოფიციალური პირებმა ლატვიაში მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები გამართეს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზი ლატვიელ კოლეგას, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - დიმიტრი ტროფიმოვს შეხვდა.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსთან - გენერალ გუნტის პუატსთან, ასევე ეწვივნენ ლატვიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ლატვიის სასაზღვრო ზოლს, სადაც ადგილზე გაეცნენ ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის მუშაობის სპეციფიკას.

ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის  უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკისგან საჩუქრად ვერტმფრენი გადმოეცემა.

ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა, ასევე, პილოტებისა და ინჟინრების შესაბამისი გადამზადება  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის  -"საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და სანაპირო საზღვრის დაცვისთვის" - ფარგლებში განხორციელდება.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ასევე გაფორმდა საზღვრის დაცვის სფეროში 2022 წლის თანამშრომლობის გეგმა. დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერეს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ხოლო ლატვიის მხრიდან - ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის  უფროსმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics