20:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 10:26:47, 1632 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტები ცდილობენ გააძლიერონ პოზიციები, ომის მომავალი კვირები რთული იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ომის მომავალი კვირები რთული იქნება, ვინაიდან რუსი ოკუპანტები ცდილობენ მოიზიდონ რეზერვები და გააძლიერონ პოზიციები. 

„რუსი ოკუპანტები ძალიან ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს არ დათმობენ ხარკოვის ოლქის დატყვევებულ ტერიტორიებს, არ დათმობენ ხერსონის რეგიონს, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიას და დონბასს. სადღაც წინ მიიწევენ, სადღაც. ისინი იზიდავენ რეზერვებს, სადღაც ცდილობენ გააძლიერონ პოზიციები. ომის მომავალი კვირები რთული იქნება. და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელებს ბრძოლის ალტერნატივა არ აქვთ.

"ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა და ჩვენი ხალხი. იმიტომ, რომ ოკუპანტებს სურთ წაართვან ჩვენგან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი, რაც გვაქვს. მათ შორის უკრაინელების სიცოცხლის უფლება", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 23 მაისის საღამოს, რუსმა დამპყრობლებმა სევეროდონეცკის მიმართულებით დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს .

აასევე, ლუგანსკის მიმართულებით მტერმა ძალით ჩაატარა დაზვერვა, წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics